ჩასაბარებელ ბარგში აკრძალული ნივთები

ჩასაბარებელ ბარგში აკრძალული ნივთების სია:

  • ფეთქებადი ნივთიერებები, დეტონატორების, ფითილის, ყუმბარების, ნაღმების და სხვა ფეთქებადი ნივთიერებების ჩათვლით;
  • აირები, პროპანისა და ბუტანის ჩათვლით;
  • აალებადი სითხეები, გაზოილისა და მეთანოლის ჩათვლით;
  • ადვილაალებადი მყარი და რეაქტიული ნივთიერებები, მაგნიუმის, სანთებელების, ფეიერვერკის და სასიგნალო რაკეტების ჩათვლით;
  • მჟანგავი და ორგანული ზეჟანგები, მათეთრებლისა და ძარის შესაკეთებელი კომპლექტების ჩათვლით;
  • ტოქსიკური ან ინფექციური ნივთიერებები, ვირთხის საწამლავის და ინფიცირებული სისხლის ჩათვლით;
  • რადიოაქტიური მასალა, სამედიცინო და კომერციული იზოტოპების ჩათვლით;
  • მჟანგავები, ვერცხლისწყლისა და სატრანსპორტო საშუალების ბატარეების ჩათვლით;
  • სატრანსპორტო საშუალებების საწვავი სისტემის კომპონენტები, რომლებიც შეიცავენ საწვავს;
  • შეკუმშული გაზის ბალონები.

* აღნიშნული სია არ არის ამომწურავი და უსაფრთხოების შემოწმების გავლისას აეროპორტის თანამშრომლებს უფლება აქვთ დამატებით მოითხოვონ იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც არ არის მითითებული სიაში.

შპრიცების ტრანსპორტირება დაშვებულია მხოლოდ სამედიცინო აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.

ონლაინ დახმარება ^