×
სურსათი
ელექსირი დეზინფექციისთვის
წყლის ფილტრები
საოჯახო ქიმია
სხვადასხვა
  • ელექსირი ხელისა და სხეულის დეზინფექტანტი

    7
    პროდუქტის კოდი
    4860114170688

    აირჩიეთ მლ:

    მომწოდებელი
    შპს ელექსირი საქართველო
    ფასი
    7
    ქვეყანა
    საქართველო
    დეტალური აღწერა:

    „ხელისა და სხეულის დეზინფექტანტი“ არის ადამიანისთვის უვნებელი და ეკოლოგიურად სუფთა/ბიო პროდუქტი, რომელიც სერტიფიცირებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს / დაავადებათა კონტროლის ცენტრის და რეგისტრირებულია ევროკავშირის ქიმიური სააგენტოს ბიოციდთა ნუსხაში.

    უპირატესობები

    • ხელისა და სხეულის საიმედო და სწრაფი დეზინფექციის უზრუნველყოფა.
    • ანადგურებს მავნე ბაქტერიებს, სოკოებს, ვირუსებს და მათ სპორებს, როგორებიცაა: (Enterobacter, Escherichia, Klebsiella, Salmonella, Staphylococcus, Enterococcus, Candida albicans, HBV, HIV, HCV, Herpes simplex, influenza A, SARS Coronavirus, Adenovirus, etc.)
    • ატენიანებს კანს და იცავს გაღიზიანებისა და გამოშრობისგან
    • შესაფერისია ჰიგიენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში როგორიცაა ჯანდაცვა, მრეწველობა, ჰიგიენის დაცვა სახლის პირობებში, საექთნო საქმე, ჩვილთა მოვლა;
    • არ აღიზიანებს კანს, თვალებს და ლორწოვან გარსს
    • არ შეიცავს სპირტს, მავნე საღებავებს, არომატიზატორებს და სხვა ალერგიულ ნივთიერებებს.
    • დამზადებულია საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით

    გამოიყენება:

    • კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებში
    • სამედიცინო დაწესებულებებში
    • საზოგადოებრივ ტრანსპორტში
    • კვების გადამამუშავებელ მრეწველობაში
    • კვების ობიექტებში (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები)
    • საგანმანათლებლო დაწესებულებებში (საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში)
    • პენიტენციალურ დაწესებულებებში
    • ლაშქრობებში და მოგზაურობისას

    შემადგენლობა:  ნატრიუმის ქლორიდი NaCl - 0.03%, ქვექლოროვანი მჟავა HOCl - 0.01%, ელექტროაქტივირებული სითხე 99.96%.

    გამოყენების წესი: დაისხურეთ და გადაინაწილეთ თანაბრად კანის ზედაპირზე 20-30 წამის განმავლობაში,  დამუშავების პროცესში სხეულის ზედაპირი მთლიანად უნდა იყოს დატენიანებული სითხით. არ საჭიროებს ჩამობანვას, დაელოდეთ შეშრობას.

    პერსონალური უსაფრთხოება: არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სასუნთქი გზების, ხელების, თვალების და სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.

    პირველადი დახმარება: პირის ღრუში მოხვედრისას, რამდენჯერმე გამოივლეთ დიდი რაოდენობის სასმელი წყალი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

    შენახვის პირობები: შეინახეთ თავდახურულ, ორიგინალ ჭურჭელში, მოარიდეთ მზის სხივებს.
    შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 25 °C-მდე.
    გაფრთხილება: მომატებული მგრძნობელობისას (კანის გაწითლება, ქავილის შეგრძნება) გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
    შენახვის ვადა: 1 წელი, გახსნიდან 3 თვე.

    დოკუმენტაცია:
    დეზინფექციის პროდუქტების კატალოგი

    საფრთხოების მონაცემთა ფურცელი
    "ელექსირი" ხელის ჰიგიენა კლავს კორონავირუსს
    "ელექსირი" ხელის ჰიგიენა კლავს სტაფილოკოკს და ენტეროკოკს

     

     

    გაზიარება: