×
სურსათი
ელექსირი დეზინფექციისთვის
წყლის ფილტრები
საოჯახო ქიმია
სხვადასხვა
  • ელექსირი ჰაერისა და ზედაპირების დეზინფექტანტი

    15
    პროდუქტის კოდი
    4860114170534

    აირჩიეთ ლ:

    მომწოდებელი
    შპს ელექსირი საქართველო
    ფასი
    15
    ქვეყანა
    საქართველო
    დეტალური აღწერა:

    "ჰაერისა და ზედაპირების დეზინფექტანტი“ არის ადამიანისთვის უვნებელი და ეკოლოგიურად სუფთა/ბიო პროდუქტი მაღალი ხარისხის სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფისთვის, რომელიც სერტიფიცირებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს / დაავადებათა კონტროლის ცენტრის და რეგისტრირებულია ევროკავშირის ქიმიური სააგენტოს ბიოციდთა ნუსხაში.

    უპირატესობები:

    გამოიყენება:

    • ღია და დახურული სივრცეების სადეზინფექციოდ;
    • კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებში;
    • სამედიცინო დაწესებულებებში;
    • საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
    • კვების გადამამუშავებელ მრეწველობაში;
    • კვების ობიექტებში (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები);
    • საგანმანათლებლო დაწესებულებებში (საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში);
    • საოფისე სივრცეებში;
    • ყაზარმულ და პენიტენციალურ დაწესებულებებში. 

    შემადგენლობა:  ნატრიუმის ქლორიდი NaCl - 0.06%, ქვექლოროვანი მჟავა HOCl - 0.02%, ელექტროაქტივირებული სითხე - 99.92%. 

    გამოყენების წესი:
    ზედაპირების დეზინფექცია: დაასხურეთ ხსნარი ზედაპირზე 20-25 სმ დაშორებიდან ისე, რომ თანაბრად მოხდეს მისი გადანაწილება. დააყოვნეთ 1 წუთი და გაამშრალეთ ზედაპირი ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცით ან დაელოდეთ გაშრობას. დამუშავებული ზედაპირი არ საჭიროებს წყლით ჩამორეცხვას.
    ჰაერის დეზინფექცია: ჩაასხით ხსნარი „ელექსირი“-ს ჰაერის სადეზინფექციო აპარატში მითითებულ შესაბამის ნორმამდე, ჩართეთ მოწყობილობა და ამუშავეთ სივრცის მოცულობიდან გამომდინარე (1კვ.მ 1წთ). რეკომენდებულია არაუმეტეს 10 მიკრონი დიამეტრის წვეთების მაგენერირებელი ცივი ნისლის მოწყობილობით სივრცის დამუშავება ერთჯერადად 0.03-0.04 ლიტრი ხსნარის 1 კვ მ-ზე გაფრქვევით.

    პერსონალური უსაფრთხოება: არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სასუნთქი გზების, ხელების, თვალების და სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.

    გაფრთხილება: მომატებული მგრძნობელობისას (კანის გაწითლება, ქავილის შეგრძნება) გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. არ შეიძლება კონცენტრირებული ხსნარის დალევა და ან მიზანმიმართული შეყნოსვა.

    პირველადი დახმარება: პირის ღრუში მოხვედრისას, რამდენჯერმე გამოივლეთ და დალიეთ დიდი ოდენობით სასმელი წყალი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

    შენახვის პირობები: შეინახეთ თავდახურულ, ორიგინალ ჭურჭელში, მოარიდეთ მზის სხივებს.
    შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 25 °C-მდე.
    გაფრთხილება: მომატებული მგრძნობელობისას (კანის გაწითლება, ქავილის შეგრძნება) გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
    შენახვის ვადა: 1 წელი, გახსნიდან 3 თვე.

    დოკუმენტაცია:
    დეზინფექციის პროდუქტების კატალოგი

    უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი
    "ელექსირის" დეზინფექტანტი კლავს კორონავირუსს
    "ელექსირის" დეზინფექტანტი კლავს სტაფილოკოკს და ენტეროკოკს

     

     

    გაზიარება: