×
სურსათი
ელექსირი დეზინფექციისთვის
წყლის ფილტრები
საოჯახო ქიმია
სხვადასხვა
  • ელექსირი ჰორეკა და სახლის დეზინფექტანტი

    25
    პროდუქტის კოდი
    4860114170558

    აირჩიეთ მლ:

    მომწოდებელი
    შპს ელექსირი საქართველო
    ფასი
    25
    ქვეყანა
    საქართველო
    დეტალური აღწერა:

    "ჰორეკა და სახლის დეზინფექტანტი“ არის ადამიანისთვის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა/ბიო პროდუქტი, რომელიც იწარმოება საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით. გამოიყენება სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფისთვის და სერტიფიცირებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ და წარმოდგენილია ევროკავშირის ქიმიური სააგენტოს რეგისტრირებულ ბიოციდთა ნუსხაში.

    უპირატესობები: 

    გამოიყენება:

    • სასტუმროებში
    • რესტორნებში
    • კაფეებში
    • სწრაფი კვების ობიექტებში
    • კვების გადამამუშავებელ მრეწველობაში
    • სახლის პირობებში, ასევე უსაფრთხოა გამოყენება ბავშვებთან

    შემადგენლობა:  ნატრიუმის ქლორიდი NaCl - 0.045%, ქვექლოროვანი მჟავა HOCl - 0.015%, ელექტროაქტივირებული სითხე - 99.94%. 

    გამოყენების წესი: დაასხურეთ ელექსირი ზედაპირზე 20-25 სმ. დაშორებიდან ისე, რომ თანაბრად მოხდეს მისი გადანაწილება. დააყოვნეთ 1 წუთი და გაამშრალეთ ზედაპირი ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცით ან დაელოდეთ შეშრობას. დამუშავებული ზედაპირი არ საჭიროებს წყლით ჩამორეცხვას.

    შენახვის ვადა: 1 წელი, გახსნიდან 3 თვე.

    შენახვის პირობები: შეინახეთ თავდახურულ, ორიგინალ ჭურჭელში, ბუნებრივი ან ხელოვნური სინათლისგან მოშორებით, 4-25°C ტემპერატურაზე.

    პერსონალური უსაფრთხოება: არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სასუნთქი გზების, ხელების, თვალების და სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.

    გაფრთხილება: მომატებული მგრძნობელობისას (კანის გაწითლება, ქავილის შეგრძნება) გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. არ შეიძლება კონცენტრირებული ხსნარის დალევა და ან მიზანმიმართული შეყნოსვა. კონცენტრირებული ხსნარი შეინახეთ ბავშვებისგან მოშორებით.

    პირველადი დახმარება: პირის ღრუში მოხვედრისას, რამდენჯერმე გამოივლეთ და დალიეთ დიდი ოდენობით სასმელი წყალი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

    დოკუმენტაცია:
    დეზინფექციის პროდუქტების კატალოგი

    უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი
    "ელექსირის" დეზინფექტანტი კლავს კორონავირუსს
    "ელექსირის" დეზინფექტანტი კლავს სტაფილოკოკს და ენტეროკოკს

     

     

    გაზიარება: